ავტორი:

"აპოკალიფსი და ჯოჯოხეთური დღეები" მარიუპოლში - რა ხდება ქალაქში, სადაც მუდმივად აფეთქებების ხმა ისმის: "ხალხს გამოელია საკვები, თოვლს ადნობენ და წყალს ასე სვამენ"

"აპოკალიფსი და ჯოჯოხეთური დღეები" მარიუპოლში - რა ხდება ქალაქში, სადაც მუდმივად აფეთქებების ხმა ისმის: "ხალხს გამოელია საკვები, თოვლს ადნობენ და წყალს ასე სვამენ"

მარიუპოლი რუსეთის მთავარი სტრატეგიული სამიზნეა: მისი აღება აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფ რუს სამხედროებს საშუალებას მისცემს, ყირიმის ჯარებს შეუერთდნენ.

ქალაქი რამდენიმე დღეა დაბომბვის ქვეშაა. მარიუპოლის მერის თქმით, ქალაქში ჩარჩენილ 400 000 ადამიანს ჯოჯოხეთური დღეების გამოვლა უწევთ, რადგან რუსეთი ყოველ 30 წუთში ერთხელ თავს ესხმით.

ალყაში მოქცეულ ქალაქში აფეთქების შედეგად მომხდარი ნგრევის მასშტაბები ფოტოებსა და თანამგზავრიდან გადაღებულ სურათებში ჩანს. საცხოვრებელი უბნები მიწასთანაა გასწორებული, დანგრეულია სავაჭრო ცენტრი და სამშობიაროსაც კი არ მოერიდა მტრის ჯარი. სამხრეთ საპორტო ქალაქში მასობრვად თხრიან საფლავებს.

ქალაქის მერის მოადგილე სერგეი ორლოვი ამბობს, რომ "მოსახლეობას გამოელია საკვები, სასმელი წყალი და არც ელექტროენერგია მიეწოდებათ, არ აქვთ გათბობა და სანიტარიული სისტემა," - ამბობს ქალაქის მერის მოადგილე.

ხალხი იძულებულია თოვლი გაადნოს და ამგვარად დალიოს წყალი. გასათბობად და საკვების მოსამზადებლად კი ხეებს ჭრიან.

მხოლოდ ოთხშაბათს სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა და 17 დაიჭრა იმ დამანგრეველი დარტყმის შედეგად, რომელიც ბავშვთა პალატას და სამშობიაროს შეეხო.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს თავდასხმა სამხედრო დანაშაულად შეაფასა და თქვა: "ეს საბოლოო მტკიცებულებაა იმისა, რომ უკრაინელებს გენოციდს უწყობენ".

მერის მოადგილემაც პრეზიდენტის მსგავსი შეფასება მისცა ჟურნალსიტებს: "მათ გამოიყენეს ავიაცია, არტილერია, მრავალი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა, გრადები და სხვა ტიპის იარაღები, რომელთა შესახებ არც კი ვიცით. ომის დანაშაული და წმინდა გენოციდია“, - თქვა მან.

წითელი ჯვარი ქალაქში არსებულ პირობებს აღწერს, როგორც "აპოკალიფსურს", ხოლო ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა თქვა, რომ სიტუაცია "კატასტროფულია".

ბოლო ცნობების მიხედვით, მარიუპოლში უკვე 1160 ადამიანი გარდაიცვალა. დაახლოებით 200 000 ადამიანს სურს ქალაქიდან გასვლა, მაგრამ ჰუმანიტარული დერეფნების დაბომბვის გამო, დღეში მხოლოდ 2 000-დან 3 000-მდე ადამიანს აქვს ქალაქის დატოვების საშუალება.

წყარო: apnews.com

წყარო: apnews.com

წყარო: apnews.com

წყარო: apnews.com

წყარო: apnews.com

წყარო: apnews.com

თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო

თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო

წყარო: BBC

იხილეთ ასევე:

მოამზადა ანა სიბოშვილმა