ავტორი:

ყაზახეთის და თურქეთის ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართულებით ავიარეისები გააუქმეს

ყაზახეთის და თურქეთის ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართულებით ავიარეისები გააუქმეს

ყაზახეთის და თურქეთის ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართულებით ავიარეისები გააუქმეს. ყაზახურ ავიაკომპანია Air Astana-ის ინფორმაციით, ისინი ავიარეისებს რუსეთის მიმართულებით თვითმფრინავების დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემების გამო აჩერებენ.

გარდა ამისა, თურქულმა ავიაკომპანია Pegasus-მა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართულებით ყველა ფრენა გაუქმდება 13-დან 27 მარტამდე.

„ოპერაციული რისკების გამო, 2022 წლის 13 მარტიდან 2022 წლის 27 მარტამდე ყველა ჩვენი ავიარეისი რუსეთში შეჩერებულია“, - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.