უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახმელეთო ჯარები ავრცელებს.
გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი 2021 წელს გახდა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 29-ე არმიის მეთაური.
მანამდე ის მოსკოვის რეგიონში განლაგებული გაერთიანებული შეიარაღების არმიის შტაბის უფროსად მსახურობდა.