ავტორი:

"იმ პირობებში, როცა საკმაოდ მაღალია საქართველოში რუსების შემოჭრის ალბათობა, არაადექვატურია ხელისუფლებისა და ოპოზიციის ქცევა" - რას წერს გოგლა ჟვანია?

"იმ პირობებში, როცა საკმაოდ მაღალია საქართველოში რუსების შემოჭრის ალბათობა, არაადექვატურია ხელისუფლებისა და ოპოზიციის ქცევა" - რას წერს გოგლა ჟვანია?

ყოფილი დეპუტატი გოგლა ჟვანია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პოლიტიკური დაძაბულობა საზოგადოების დაქსაქსულობას იწვევს.

მისი თქმით, აუცილებლია რომ დროებით, ურთიერთშეთანხმებით შეწყდეს პოლიტიკური დაპირისპირება და გამოცხადდეს მორატორიუმი.

"იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია საქართველოში რუსების შემოჭრის ალბათობა, არაადექვატურად გამოიყურება ხელისუფლების, ოპოზიციის და მათთან დაკავშირებული მასმედიის ქცევა.

მიმდინარეობს განუწყვეტელი ძიძგილაობა და ერთმანეთის ლანძღვა, რაც იწვევს საზოგადოების დაქსაქსულობას და დაზაფრვას. არადა აუცილებლია დროებით, ურთიერთშეთანხმებით შეწყდეს პოლიტიკური დაპირისპირება, გამოცხადდეს მორატორიუმი, ამ ეტაპზე თუნდაც 6 თვით.

შეიქმნას თავდაცვის შტაბი, რომელშიც შევლენ როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, ბუნებრივია ამ შტაბის წევრები უნდა იყვნენ შესაბამისი ცოდნის და კვალიფიკაციის ადამიანები.

უამრავი სასწრაფო ღონისძიებებაა გასატარებელი მოსალოდნელი საფრთხეების ასაცილებლად, რასაც ესაჭიროება ქვეყანაში სიმშვიდე, ეროვნული თანხმობა და დიდი შრომა" - წერს ჟვანია.