ავტორი:

აშშ რუსეთში დოლარის კუპიურების გაყიდვას კრძალავს

აშშ რუსეთში დოლარის კუპიურების გაყიდვას კრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარი განკარგულებით რუსეთისთვის დოლარის კუპიურების გაყიდვა აკრძალა.

"იკრძალება შემდეგი: ექსპორტი, რეექსპორტი, გაყიდვა ან მიწოდება პირდაპირ ან ირიბად შეერთებული შტატებიდან, ისევე, როგორც შეერთებული შტატების ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან აშშ დოლარში დენომინირებული ბანკნოტების ადგილმდებარეობის მიუხედავად“ , - აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ბაიდენმა შეზღუდა რუსეთიდან ალკოჰოლის, ბრილიანტისა და ზღვის პროდუქტების იმპორტი, ასევე ფუფუნების საგნების ექსპორტი ქვეყანაში.

"აღმასრულებელი ბრძანება დაადგენს სამართლებრივ საფუძვლებს რუსეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში ინვესტიციების სამომავლო შეზღუდვისთვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.