"გავიხსენებ ლეხ კაჩინსკის სიტყვებს, რომელიც თბილისში 2008 წელს თქვა... ეს საზარელი "ხვალ" უკრაინისთვის დადგა" - ზელენსკი

"გავიხსენებ ლეხ კაჩინსკის სიტყვებს, რომელიც თბილისში 2008 წელს თქვა... ეს საზარელი "ხვალ" უკრაინისთვის დადგა" - ზელენსკი

გავიხსენებ ლეხ კაჩინსკის სიტყვებს თბილისში, 2008 წელს: „ძალიან კარგად ვიცით - დღეს, საქართველო, ხვალ - უკრაინა, ზეგ - ბალტიის ქვეყნები და შემდეგ, შესაძლოა, მოვიდეს დრო - პოლონეთისთვის" - ეს საზარელი ,,ხვალ" უკრაინისთვის დადგა და ვიბრძვით, რომ ასეთი ცუდი დრო პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებისთვის არასოდეს დადგეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მათ ერთად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. მისი თქმით, ,,ეს არის ისტორიული მისია"

"ბატონებო, პოლონელო დებო და ძმებო, დიდი ხნის განმავლობაში, სხვადასხვა ,,დაინტერესებული მხარეები" ცდილობდნენ, შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ უკრაინელები და პოლონელები განსხვავებულად ცხოვრობენ, განცალკევებულად. რატომ გააკეთეს მათ ეს ყველაფერი? მე გავიხსენებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სიტყვებს, რომელიც მან თქვა თბილისში, 2008 წელს: ,,ჩვენ ძალიან კარგად ვიცით - დღეს, საქართველო, ხვალ - უკრაინა, ზეგ - ბალტიის ქვეყნები და შემდეგ, შესაძლოა, მოვიდეს დრო ჩემი ქვეყნისთვის - პოლონეთისთვის".

24 თებერვალს, ეს საზარელი ,"ხვალ" უკრაინისთვის დადგა, რომელზეც პრეზიდენტი კაჩინსკი საუბრობდა და დღეს, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ასეთი ცუდი დრო პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებისთვის არასოდეს დადგეს. ჩვენ ერთად ვიბრძვით. ჩვენ გვაქვს ძალა. გახსოვდეთ, 90 მილიონი ვართ ერთად! ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის ერთად გაკეთება. ეს არის ისტორიული მისია, პოლონეთის ისტორიული მისია, უკრაინის ისტორიული მისია, რომ ამოვიყვანოთ ევროპა ამ უფსკრულიდან. ბატონებო, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება", - განაცხადა ზელენსკიმ.