ვასილკოვში ავიაიერიშის შედეგად ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია კიევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ალექსეი კულებამ „ტელეგრამში“ გაავრცელა.
კიევის ოლქის პოლიციის განცხადებით, მტერმა მიიტანა მძლავრი ავიაიერიში ქალაქ ვასილკოვზე, შედეგად ჩამოაგდო სულ მცირე 6 რაკეტა აეროდრომის რაიონში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადგილზე მაშველები მუშაობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.