ავტორი:

"მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და გაიგზავნა განსაცდელში მყოფი უკრაინელებისთვის" - პატრიარქი

"მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და გაიგზავნა განსაცდელში მყოფი უკრაინელებისთვის" - პატრიარქი

საქართველოს საპატრიარქომ უკრაინაში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის "ტვიტერის“ გვერდზე ვრცელდება.

პროცესი გრძელდება და დახმარება ახლო მომავალში კიდევ გაიგზავნება.

"ერთი კვირის მანძილზე ჩვენს მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გაიგზავნა განსაცდელში მყოფი უკრაინის მოსახლეობისათვის. პროცესი გრძელდება და დახმარება ახლო მომავალში კვლავ გაიგზავნება. უფალმა დალოცოს ყველა, ვინც წვლილი შეიტანა ამ ღვთის სათნო საქმის აღსრულებაში და ღმერთმა დალოცოს უკრაინა და მშვიდობა მიმადლოს მას“, - აღნიშნულია პატრიარქის „ტვიტერის“ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.