უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთში მხოლოდ ორი ადამიანი უჭერს მხარს სრულმასშტაბიანი ომის გაგრძელებას. მათი ინფორმაციით, ოფიციალურ მოსკოვში, მხოლოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს სურთ, რომ ომი არ დასრულდეს.
"რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში დიდი პრობლემები დაიწყო. სინამდვილეში ახლა მხოლოდ ორი ადამიანია, ვინც პირდაპირ უჭერს მხარს ომის გაგრძელებას. ყველა დანარჩენი ამის შეჩერებას ცდილობს,“- განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა.
მისივე ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის გენერალიტეტის დიდი ნაწილიც კი ამ ომის წინააღმდეგ გამოდის.