ავტორი:

20 წლით უმცროსი მეუღლე, შთამბეჭდავი სამუშაო გამოცდილება და პოლიტიკური კარიერა - ვინ არის უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რომელიც წლები სასურველ სასიძოდ ითვლებოდა

20 წლით უმცროსი მეუღლე, შთამბეჭდავი სამუშაო გამოცდილება და პოლიტიკური კარიერა - ვინ არის უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რომელიც წლები სასურველ სასიძოდ ითვლებოდა

ოლექსი რეზნიკოვი, იურისტი 20 წლიანი გამოცდილებით, 2020 წლის მარტიდან უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს. დავით არახამია, ალექსეი არესტოვიჩი, ოლექსი რეზნიკოვი, დენის შმიგალი - ისინი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის წევრები არიან... ისინი გარდა იმისა, რომ მუდმივად მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არიან, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ საქართველოში.

ოლექსი იურიევიჩ რეზნიკოვი 1966 წლის 18 ივნისს ქალაქ ლვოვში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ სამხედრო სამსახური მოიხადა და 1991 წელს კიევის სამართლის ხარისხი მიიღო.

ოლექსი სპორტსმენების ოჯახში დაიბადა. დედას რიტმულ ტანვარჯიშში სპორტის ოსტატის წოდება ჰქონდა, მამას კი აკრობატიკაში. გარდა ამისა, იური ალექსეევიჩი მუშაობდა ლვოვის ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტის პრორექტორად, ხოლო დედა ნევროპათოლოგი გახლდათ.

რეზნიკოვის ბიოგრაფიაში საინტერესო სამსახურები იძებნება. პირველად კინესკოპის წარმოებაში დასაქმდა, შემდეგ კი ერთი წლის განმავლობაში ოპერატორად მუშაობდა. სტუდენტობის წლებში რეგიონალურ საავადმყოფოშიც კი მოუწია მუშაობამ.

ივან ფრანკოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პარტნიორებთან ერთად საბროკერო კომპანია დააფუძნა, სადაც წლების განმავლობაში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა და კომპანიას ხელმძღვანელობდა.

ადვოკატის დიპლომის აღების შემდეგ სამი წელი უკრაინის კანონმდებლობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. შემდეგ იყო რამდენიმე იურიდიული ფირმის დამფუძნებელი, რომელიც საბოლოოდ ერთ გიგანტად Magisters-ად ჩამოყალიბდა.

2006 წელს რეზნიკოვმა უკრაინის დამსახურებული იურისტის წოდება მიიღო. 2009 წლიდან სოლომონის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საჯარო სამართლის კათედრაზე მუშაობს. მან დააწესა თავისი სახელობის სტიპენდია, რომელიც ენიჭება იურიდიულ ფაკულტეტზე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. აქვს საკუთარი საადვოკატო სკოლა.

მისი პოლიტიკური კარიერა შეიძლება ითქვას, რომ 2014 წლიდან იწყება, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყო მუშაობა. რეზნიკოვი საჯარო მოხელე გახდა და შესაბამისად, საადვოკატო საქმიანობასაც ჩამოშორდა.

ბოლოს, კიევის საქალაქო ადმინისტრაციის თანამშრომელი, ოლექსი პასუხისმგებელი იყო 2017 წელს "ევროვიზიის“ კონკურსის მასპინძლობაზე და 2018 წელს "ჩემპიონთა ლიგის" ფინალურ მატჩზე, დედაქალაქში.

როგორც ადვოკატი, რეზნიკოვი სასამართლოში წარმოადგენდა პრეზიდენტობის კანდიდატის ვიქტორ იუშჩენკოს, საინვესტიციო და მეტალურგიული კავშირის, სამრეწველო და ფინანსური კონსორციუმის Pridneprovye-ს და ხარკოვის საფეხბურთო კლუბ Metallist-ის ინტერესებს.

ოლექსი რეზნიკოვს საინტერესო მეტსახელი აქვს - მშვიდობისმყოფელი. აღმოჩნდა, რომ იურიდიული საქმიანობის დროს, თავისი საქმეების უმეტესი ნაწილი მშვიდობიანი მოგვარებით დაასრულა.

რეზნიკოვი ორჯერ აირჩიეს კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატად (2008-2015). 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო მიკოლა კატერინჩუკის ბლოკის სიით. კიევის საკრებულოში იყო ფრაქციის თავმჯდომარე და მართლწესრიგის, რეგულაციებისა და დეპუტატთა ეთიკის საკითხთა კომისიის წევრი.

2014 წელს გახდა დეპუტატი UDAR-ის პარტიიდან. თუმცა ალექსეი რეზნიკოვის მთავარი კლიენტურა ჯერ კიდევ კერძო სექტორში იყო - კერძოდ, ის იცავდა ალექსანდრე როდნიანსკის, სავიკ შუსტერის და ვლადიმერ გუსინსკის ინტერესებს. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო ტიმოშენკოს დიდი ხნის მოკავშირის სერგეი ვლასენკოს გაცნობა, რომელმაც დაარწმუნა თავისი პარტნიორი, მონაწილეობა მიეღო, კერძოდ, სასამართლო პროცესში, რის შედეგადაც 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ბათილად გამოცხადდა.

პირადი ცხოვრება

ოლექსი რეზნიკოვის პირადი ცხოვრება დამალული, მაგრამ საინტერესოა. ის არასოდეს საუბრობს ყოფილსა და ახლანდელ ცოლზე. უფრო მეტიც, უკრაინულ მედიაში მინისტრის პირველ ცოლზე არაფერია ცნობილი. ვიცით, რომ მისგან ორი შვილი, ალექსეი და ანასტასია ჰყავს.

რეზნიკოვი შვილთან ერთად

ოჯახის დანგრევის შემდეგ ოლექსი წლების განმავლობაში უკრაინის ყველაზე პოპულარულ სასიძოდ ითვლებოდა, 2020 წლის 25 ივლისს ცნობილ ტელეწამყვან იულია ზორიზე იქორწინა.

მართალია, თავიდან წყვილი ქორწილის გადახდას უცხოეთში აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ ქორწილი უჩვეულო ადგილას, ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხერსონის რეგიონთან შედგა.

რეზნიკოვის მეორე ცოლი პოლიტიკოსზე 20 წლით უმცროსია, მაგრამ როგორც ქალი ამბობს, ძალიან ბედნიერია, რადგან მისი ქმარი ყველაზე რომანტიკული, ნაზი და მზრუნველია.