ავტორი:

სარაკეტო თავდასხმა ერაყში აშშ-ის საკონსულოზე - არსებული ინფორმაციით, რაკეტები ირანიდან გაუშვეს

სარაკეტო თავდასხმა ერაყში აშშ-ის საკონსულოზე - არსებული ინფორმაციით, რაკეტები ირანიდან გაუშვეს

ერაყის ქალაქ ირბილში მდებარე აშშ-ის საკონსულოს მიმართულებით მინიმუნ 6 რაკეტა გაისროლეს, მათ შორის რამდენიმე საკონსულოს შენობას მოხვდა.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა მოითხოვა, განაცხადა, რომ რაკეტები მეზობელი ირანიდან გაუშვეს.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოში განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის ორი წევრი დაიღუპა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმა მკაცრად დაგმო და შურისძიების პირობა დადო.

წყარო:reuters.com