ავტორი:

ინტენსიური თოვის გამო, კახეთში გზებზე შეზღუდვებია - ნახეთ, სად არის გაძნელებული გადაადგილება და რა ვითარებაა რეგიონში (ფოტოები)

ინტენსიური თოვის გამო, კახეთში გზებზე შეზღუდვებია - ნახეთ, სად არის გაძნელებული გადაადგილება და რა ვითარებაა რეგიონში (ფოტოები)

კახეთში მოსული უხვი ნალექის გამო, თელავი ვაზიანი გომბორის დამაკავშირებელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ზამთრის საბურავების მქონე ავტომობილებისთვის.

როგორც საგზაო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში აცხადებენ, დილიდან იყრება ტექნიკა მარილი,რამდენიმე ერთეული ტექნიკით იწმინდება გზა. შუამთის მონასტრის მიმდებარედ საპატრულო პოლიციას მობილიზებული და გზებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას მძღოლებს აწვდიან.

ასევე ინტენსიური თოვის გამო გაძნელებულია საავტომობილო მოძრაობა ქალაქ თელავშიც, სადაც მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არეგულირებენ.

უამინდობაა ასევე რეგიონის მასშტაბით, თუმცა მოძრაობა თავისუფალია თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალზე.

გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანით გადაადგილება ამინდის გაუმჯობესების შემდეგ აღდგება.