ლვოვში სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა.
ამ ინფორმაციას ლვოვის რეგიონის გუბერნატორი მაქსიმ კოზიტცკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულია სულ მცირე 134 ადამიანი.
ლვოვთან რუსულმა ძალებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს და რვა რაკეტა გაისროლეს სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე.