ავტორი:

"ახლა ჩვენ ვეძებთ ადგილს..." - მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მიმდინარეობს განხილვა, თუ სად შეხვდებიან ერთმანეთს ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი

"ახლა ჩვენ ვეძებთ ადგილს..." - მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მიმდინარეობს განხილვა, თუ სად შეხვდებიან ერთმანეთს ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკისა და კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილის თაობაზე განხილვა მიმდინარეობს. ამის შესახებ პოდოლიაკმა ტელეკომპანია 24-ის ეთერში განაცხადა, იუწყება Censor.NET-ი.

ამავე ინფორმაციით, ასევე მუშავდება ხელშეკრულებების პაკეტი უკრაინის პოზიციის გათვალისწინებით.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინული მხარე მუდმივ კავშირშია რუსეთის წარმომადგენლებთან, "აგრესორი ქვეყანა უკვე აცხადებს, რომ მზადაა ვლადიმერ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი დიალოგისთვის".

"ახლა ჩვენ ვეძებთ ადგილს და ვმუშაობთ შეთანხმებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის პოზიციას და როცა ეს უკვე შემუშავებული, შეთანხმებული იქნება, მაშინ პრეზიდენტები უკვე შეძლებენ შეხვდნენ და შეიმუშაონ სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოო დებულებები... მე ვფიქრობ, რომ ამდენი დრო არ დაგვჭირდება“, - განაცხადა პოდოლიაკმა.