ავტორი:

"არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა" - ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ მოხალისედ იბრძვის

"არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა" - ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ მოხალისედ იბრძვის

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, იგი უკრაინაში მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონს შეუერთდა. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.

"არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. მტერი უნდა დავამარცხოთ.დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!" - წერს ელისაშვილი "ფეისბუქში".