ავტორი:

"ყოველ წელს "გეი პარადი“ იმართება კიევში, ამას უფალი არ გაპატიებს - გეი აქტივისტს რომ პრეზიდენტად აირჩევ, სასჯელს უნდა ელოდებოდე" - მეუფე სპირიდონი

"ყოველ წელს "გეი პარადი“ იმართება კიევში, ამას უფალი არ გაპატიებს - გეი აქტივისტს რომ პრეზიდენტად აირჩევ, სასჯელს უნდა ელოდებოდე" - მეუფე სპირიდონი

"რომ აგინებ და ლანძღავ შენს ჩრდილოელ მეზობელს, ადამიანები ომში არიან და სისხლი იღვრება, ის გაგულისებული ადამიანი რომ შემოვიდეს შენთან და ყველაფერს გადაუაროს, შენ აგებ პასუხს კაცო, რომ ილანძღები და იგინები?!" - ასე მიმართა სხალთის მიტროპოლიტმა, მეუფე სპირიდონმა საკვირაო ქადაგებისას საქართველოს იმ მოქალქეებს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს აკრიტიკებენ.

მისივე განმარტებით, დღეს "უკრაინაში ძმათა მკვლელი ომი მომდინარეობს და ამაში საქართველო არ უნდა ჩაერიოს, მხოლოდ მშვიდობისთვის ილოცოს.

"მას შემდეგ, რაც ჩვენი ჩრდილოეთის მეზობელი გაძლიერდა, ფაქტობრივად მის ხელშია კავკასიაში ომისა და მშვიდობის გასაღები. შენ რომ მას აგინებ, ლანძღავ და ყველა ბრუნვაში აბრუნებ, იმ კაცმა რომ უთხრას ამ ჩვენს მეზობლებს, ერთი, რაც გინდათ ის გიქნიათო, დარჩება ჩვენგან რამე? თუ ისეთი ჯარი და ისეთი არმია გვყავს რომ ყველა ფრონტზე ყველას მოიგერიებენ?! ამას ჰქვია ის, რომ ადამიანი არ ფიქრობს და ემოციებზეა აყოლილი, მსუბუქად რომ ვთქვათ, თუ უარესი რამ არ არის. ამიტომ, არაფრით არ შეიძლება, ეს არის ემოციებზე აყოლა, რომლის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ან რომ აგინებ და ლანძღავ შენს ჩრდილოელ მეზობელს, ადამიანები ომში არიან და სისხლი იღვრება, ის გაგულისებული ადამიანი რომ შემოვიდეს შენთან და ყველაფერს გადაუაროს, შენ აგებ პასუხს კაცო, რომ ილანძღები და იგინები?! არ აგებ პასუხს, საზღვარი ახლოს არის და გაიქცევი იქიდან ან ჩაყვინთავ წყალქვეშა ნავში და ამოყვინთავ აშშ-ის ნაპირებზე. რავიცი, აბა როგორ აგინებთ?! რა უნდა იმის ანალიზს, რომ ადამიანი, რომელიც ასეთ ომშია და იმას აგინებ, შეიძლება ეს გააკეთოს. სად მიდიხარ მერე, დაგეხმარება ვინმე? როგორც ახლა უკრაინას დაეხმარნენ ისე, ყველამ ყველაფერზე უარი უთხრა. უბრალოდ, იარაღს აძლევენ, კარგად ხოცეთ ერთმანეთიო, ეს ხომ ელემენტარულია. რა მაკვირვებს იცი? ის ხალხი, რომლებიც ძალიან ბევრს ყვირიან და ძალიან ცუდად ახსენებენ ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს, სამწუხაროდ, მათი უდიდესი უმრავლესობა, როცა საქართველოს ძალიან უჭირდა, თბილისში 100 ათასი მოწამის, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის და ასი ათასობით მოწამის ქალაქში ჩვენ "გეი პარადს“ გვიმართავდნენ, ბოდიში, გარყვნილებისა და ზნედაცემულობის "პარადს“, მაშინ ეს ხალხი ხმას არ იღებდნენ, დღეს რომ ძალიან ბევრს ყვირიან. რატომ არ იღებდნენ ხმას, ვის ასიამოვნებდნენ? ეჭვი მაქვს, რომ დღესაც მათ ასიამოვნებენ, როცა ასე ლანძღავენ იმ ჩრდილოელ მეზობელს და ფაქტობრივად, იწვევენ, მოდი და გაასწორე ყველაფერი მიწასთანო“,-აღნიშნა მეუფე სპირიდონმა.

მან საზოგადოების იმ ნაწილს მიმართა, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების გამო აკრიტიკებენ.

"ნუ ერევი იმ საქმეში, რაც შენ არ გეკითხება, ისინი ძმები არიან და შერიგდებიან. ნუ იწვევ და ნუ აღიზიანებ ხალხს, რომ შემდეგ შენ უარესი დაგმართოს. ვიღაცების წინაშე ქულებს იწერ. აბა როგორ გავიგო, როცა ძალიან უჭირდა საქართველოს და "გარყვნილების პარადი“ იყო, მაშინ ხმა არ გაგიღია და ახლა ყვირიხარ?“,-მიმართა მეუფე სპირიდონმა მოქალაქეებს.

მისი თქმით, შესაძლოა უკრაინა იმის გამო "ისჯება, რომ "გეი პარადი" იმართებოდა“.

"მაიდანი და გადატრიალება რომ მოაწყვეს უკრაინაში, "გეი პარადით“ აღნიშნეს და იმის შემდეგ, ყოველ წელს "გეი პარადი“ იმართება, სად? ღვთისმშობლის წილხვედრ კიევში. ამას უფალი არ გაპატიებს, ვინ დაგსჯის, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? დაისჯები და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ძმები ხოცავენ ერთმანეთს“,- აღნიშნა მეუფე სპირიდონმა.

მისი თქმით, მოქალაქეებმა უნდა ილოცონ, რომ "ისეთი ხელისუფლება მიეცეს უკრაინას, გეი პარადები აღარ ჩაატაროს და სიწმინდე, რჯული, წესიერება და პატიოსნება დაცული იყოს“.

მისივე თქმით, კიევი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია და "ამხელა სიწმინდეში გეი პარადებს რომ ატარებ,

"კიევი არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი, ეს ხომ უდიდესი საჩუქარია მათთვის. შე დალოცვილო, ამხელა სიწმინდეში გეი აქტივისტს რომ პრეზიდენტად აირჩევ, არ არის ეს კარგი და რა თქმა უნდა, სასჯელს უნდა ელოდებოდე, ამ სიწმინდეში ყოველ წელიწადს, გეი პარადებს რომ ჩაატარებ, რაგასაკვირია, რომ დაისაჯო და ღვთის რისხვა მოგეწიოს“, - აღნიშნა მან.