ავტორი:

რუსეთში "ინსტაგრამი“ დაიბლოკა

რუსეთში "ინსტაგრამი“ დაიბლოკა

რუსეთში სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე“ წვდომა შეიზღუდა.

რუსეთის ტერიტორიაზე "ინსტაგრამი“ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის, "როსკომნადზორის“ გადაწყვეტილებით დაიბლოკა. უწყების მტკიცებით, სოციალურ ქსელში რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის სამხედრო პირების მიმართ ძალადობრივი ქმედებების ჩადენის მოწოდება ხდებოდა.

რუსეთში "ინსტაგრამი“ 14 მარტს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე დაიბლოკა.

ამასთან, 11 მარტს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ "ინსტაგრამის“, "ფეისბუქისა“ და "უოთსაფის“ მფლობელი კომპანია "მეტას“ "ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ აღიარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.