ავტორი:

"შარშან ნატო-ს ლიდერები გავაფრთხილე, რომ რუსეთი ომის გზას აირჩევდა... ახლა გიმეორებთ: თუ ჩვენს ცას არ ჩაკეტავთ, რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზე დაეცემა" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"შარშან ნატო-ს ლიდერები გავაფრთხილე, რომ რუსეთი ომის გზას აირჩევდა... ახლა გიმეორებთ: თუ ჩვენს ცას არ ჩაკეტავთ, რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზე  დაეცემა" - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანმა შეჭრამ მსოფლიო შეცვალა. კრემლი აშკარად არ ელოდა არც უკრაინელთა ასეთ თავდადებულ ბრძოლას და არც დასავლეთის მიერ დაწყებულ უმძიმეს სანქციებს, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ხერხდება ცეცხლის შეწყვეტა, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ოკუპანტი აგრევს ქალაქებს, იტაცებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს... უკრაინელი ხალხი და არმია ერთიანობის გასაოცარ მაგალითს აჩვენებენ.

"შარშან ნატო-ს ლიდერები მკაცრად გავაფრთხილე, რომ თუ რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ ზომებსა და სანქციებს არ მიიღებდნენ, ის ომის გზას აირჩევდა. მართლები აღმოვჩნდით. ახლა გიმეორებთ : თუ ჩვენს ცას არ ჩაკეტავთ, მხოლოდ დროის საკითხია, სანამ რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზე, ნატო-ს ტერიტორიაზე, ნატო-ს ქვეყნების მოქალაქეების სახლებს დაეცემა" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"დღევანდელი დღე საშინლად დაიწყო. რუსული რაკეტები და საჰაერო ბომბები კვლავ მოხვდა ჩვენს ტერიტორიაზე. მხოლოდ ლვოვში მათ 30 რაკეტა ჩამოაგდეს. საერთაშორისო სამშვიდობოების ცენტრის აფეთქებას 35 ადამიანი ემსხვერპლა, 134-მა კი დაზიანებები მიიღო. ამ პოლიგონზე არ მიმდინარეობდა პროცესები, რომლებსაც რუსეთის ფედერაციისთვის რაიმე საფრთხის შექმნა შეეძლო. იქიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში - ნატოს საზღვრები.

შარშან ნატო-ს ლიდერები მკაცრად გავაფრთხილე, რომ თუ რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ ზომებსა და სანქციებს არ მიიღებდნენ, ის ომის გზას აირჩევდა. მართლები აღმოვჩნდით. დიდხანს ვსაუბრობდი "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ პროექტზეც, რომ ეს იყო იარაღი, რომელიც ევროპას დიდ დარტყმას მიაყენებდა. აქაც მართლები აღმოვჩნდით! ახლა ისევ გაგიმეორებთ - თუ ჩვენს ცას არ ჩაკეტავთ, მხოლოდ დროის საკითხია, სანამ რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზე, ნატო-ს ტერიტორიაზე, ნატო-ს ქვეყნების მოქალაქეების სახლებს დაეცემა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი, მისი და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის საკითსაც შეეხო.

"ჩვენი ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლები ყოველდღე საუბრობენ ვიდეო ფორმატში. ჩვენი დელეგაციის წევრებს მკაფიო ამოცანა აქვთ - ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"შეხვედრა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ხალხი მოუთმენლად ელის. ცხადია, ეს რთული ამბავია. რთული გზაა, მაგრამ საჭირო და ჩვენი მიზანია, რომ უკრაინამ ამ ბრძოლაში, ამ რთულ მოლაპარაკებებში აუცილებელი შედეგი მიიღოს. აუცილებელი ჩვენთვის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. იმისთვის, რომ გარანტიები გვქონდეს - ნორმალური, ეფექტური. არა ისეთი, როგორიც ბუდაპეშტში იყო ან ისეთი, როგორიც ჩვენი ქვეყნის ცის ჩაკეტვის საკითხია. მიღებულ შედეგებზე უკრაინელებს უნდა შეეძლოთ იმის თქმა, რომ ეს მუშაობს და გარანტიებიც ნამდვილია,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკი კომპანიებს, Microsoft-ს Oracle-ა და SAP-ს მოუწოდებს, რუსეთში თავიანთი პროდუქტების მხარდაჭერა შეწყვიტონ.

"ახლა არ შეიძლება "ნახევარი" გადაწყვეტილებები ან "ნახევარტონები"! არსებობს მხოლოდ თეთრი და შავი, კეთილი და ბოროტი! ან მშვიდობის მომხრე ხართ, ან უჭერთ მხარს სისხლიან რუს აგრესორს უკრაინელი ბავშვებისა და ქალების მკვლელობაში. Microsoft, Oracle და SAP, შეწყვიტეთ თქვენი პროდუქტების მხარდაჭერა რუსეთში, შეწყვიტეთ ომი!,“- წერს ზელენსკი "ტვიტერზე“.

ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, უკრაინა ყველაზე საშინელ გამოცდას გადის მისი არსებობის ისტორიაში, თუმცა პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ომი უკრაინელი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.

"ჩვენ ახლა გავდივართ ყველაზე საშინელ გამოცდას ჩვენს ისტორიაში, ჩვენს ცხოვრებაში. უნდა გავმაგრდეთ, უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ გავიმარჯვებთ, მე ეს ვიცი, მე ამის მჯერა. ჩვენ გადავიტანთ ნებისმიერ ბნელ დღეებს, რადგან ერთად ვართ. ყოველთვის ვიცავთ ჩვენს საკუთარს, არა ფულისთვის, იძულების გარეშე, იმიტომ რომ უკრაინელები ვართ. ჩვენ ახლა გავდივართ ყველაზე საშინელ გამოცდას ჩვენს ისტორიაში, ჩვენს ცხოვრებაში. უნდა გავმაგრდეთ, უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ გავიმარჯვებთ, მე ეს ვიცი, მე ამის მჯერა", - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

იხილეთ ასევე: