კიევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. სარაკეტო დარტყმა ადგილობრივი დროით 07:40 საათზე მოხდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ ფოტო მასალაში ჩანს, ცეცხლწაკიდებული შენობა.