ავტორი:

რუსმა ოკუპანტებმა კიევში თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა "ანტონოვი“ დაბომბეს, არიან გარდაცვლილები

რუსმა ოკუპანტებმა კიევში თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა "ანტონოვი“ დაბომბეს, არიან გარდაცვლილები

კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა "ანტონოვი“დაიბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი, 7 კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე მუშაობენ სამაშველო ეკიპაჟები და ექიმები, შენობიდან 70-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.