ავტორი:

პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ტაში მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუკრეს

პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ტაში მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუკრეს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ტაში მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუკრეს.

იმ ადგილიდან კი, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები სხედან, ტაშის დაკვრის სურვილი მხოლოდ რამდენიმე დეპუტატს აღმოაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მოხსენება დაასრულა, მისთვის განკუთვნილ ადგილზე გადაინაცვლა, რის შემდეგაც შესვენება გამოცხადდა.

დარბაზში მყოფი დეპუტატებიდან მასთან მისასალმებლად უმრავლესობიდან მხოლოდ ბექა ოდიშარია მივიდა. პრეზიდენტს ამ დრომდე არ გამოლაპარაკებია უმრავლესობის სხვა არცერთი დეპუტატი და მთავრობის არცერთი წარმომადგენელი. პრეზიდენტთან მივიდნენ და მიესალმნენ ოპოზიციონერი დეპუტეტები.

ამ დროისთვის პლენარული სხდომა განახლდა.