ავტორი:

ბენედიქტ კამბერბეჩი უკრაინელ ლტოლვილებს საკუთარ სახლს სთავაზობს - "რაც შეგვიძლია, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ"

ბენედიქტ კამბერბეჩი უკრაინელ ლტოლვილებს საკუთარ სახლს სთავაზობს - "რაც შეგვიძლია, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ"

ცნობილი ინგლისელი მსახიობი და პროდიუსერი ბენედიქტ კამბერბეჩი, ''Bafta''-ს დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე, მეუღლესთან სოფი ჰანთერთან ერთად გამოჩნდა. კამბერბეჩს უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა მხოლოდ კოსტიუმზე მიმაგრებული ბროშით არ გამოუხატავს: ის ლტოლვილებისთვის საკუთარი სახლის კარის გაღებასაც აპირებს:

"რაც შეგვიძლია, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. დღეს რეკორდული ციფრი დასახელდა იმ ადამიანების, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფარს საკუთარ სახლში სთავაზობენ და მინდა, მათ რიცხვს მეც შევუერთდე".

<iframe width="640" height="360" src="https://www.youtube.com/embed/dxW3L1TQvAg" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

45 წლის მსახიობმა 2022 წლის ''Bafta''-ს დაჯილდოებაზე განაცხადა, რომ რუსეთის საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა გვერდშია. ის იმ სიახლესაც გამოეხმაურა, რომ ბრიტანელი ხალხი სახლის კარს უღებს უკრაინელ ლტოლვილებს:

"შოკისმომგვრელი დროა ევროპელებისთვის. ჩემს დებს და ძმებს, რომლებიც ამ ყველაფერთან გამკლავებას ცდილობენ, ამგვარად ვუჩვენებ, რომ მათ გვერდში ვდგავარ (ამ დროს მან მიუთითა უკრაინის დროშის სამკერდე ნიშანზე). ჩვენ უკრაინის დროშის ბროშის გაკეთების გარდა, უნდა გადავრიცხოთ თანხები, ვაიძულოთ ჩვენი პოლიტიკოსები, რომ ლტოლვილების უსაფრთხოება უზრუნველყონ და თავშესაფრები შექმნან იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს უკრაინაში იტანჯებიან".

Bafta-ს თავმჯდომარემ, კრიშნენდუ მაჯუმდარმა უკრაინისადმი მიმართვით დაიწყო დაჯილდოება: "უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. ფოტოებსა და გაგონილ ისტორიებში ნამდვილად საშინელი და გულსატკენი სიტუაციაა ასახული".

მან ასევე თქვა, რომ ევროპის კინოაკადემიები, სოლიდარობას უცხადებენ უკრაინის ხალხს, რომლებიც თავის ქვეყნისთვის იბრძვიან.

წყარო:thesun

მოამზადა ანა სიბოშვილმა