ავტორი:

ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში მყოფ სალომე ზურაბიშვილს გადასცა მიხეილ სააკაშვილის წერილი, სადაც ექსპრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკისთვის საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭებას ითხოვს

ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში მყოფ სალომე ზურაბიშვილს გადასცა მიხეილ სააკაშვილის წერილი, სადაც ექსპრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკისთვის საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭებას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი გადასცა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, წერილში მიხეილ სააკაშვილის თხოვნაა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს.

"ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა გადმოგცეთ მიხეილ სააკაშვილის წერილი, სადაც ის გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, ვინაიდან, დღეს რასაც ეს ადამიანი აკეთებს ეს არის უკრაინის ბრძოლა, ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა. ამიტომ გთხოვთ, ეს შუამდგომლობა გაითვალისწინოთ და დააკმაყოფილოთ“, - მიმართა ბეჟაშვილმა სალომე ზურაბიშვილს.