საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც დღეს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ღირსეულად გააჟღერა ქართველი ერის ხმა", - დაწერა გახარიამ.
შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან გააკრიტიკა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ამავდროულად კვლავ ისაუბრა ერთობის მნიშვნელობაზე.
იხილეთ ასევე: