საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის რეაქცია. მას სახე ხელებში ჰქონდა ჩარგული და თან თვალებს ისრესდა. ვიდეოდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კობახიძე ზურაბიშვილის კრიტიკული გამოსვლისას, ყურებს არ უჯერებდა...
ამ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის მერეც "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა პოსტი სოციალურ ქსელში დაწერა.
"ირაკლი კობახიძის პოსტკოვიდური პრობლემა თვალებზე რატომ უხარია ოპოზიციას ასე? რატომ გახდა ეს ამბავი და ფოტო ყოველგვარი ამაზრზენი კომენტარების საფუძველი? ამას ჩასაფრება არ ქვია, არც მხოლოდ მანიპულაცია, არაჰუმანურობის და ბოროტების გამოვლინებაა, თან აშკარა!" - წერს წილოსანი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.