ავტორი:

"ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა პირმა აღიარა, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში ისე სწრაფად არ წარმართულა, როგორც კრემლს სურდა" - Reuters

"ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა პირმა აღიარა, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში ისე სწრაფად არ წარმართულა, როგორც კრემლს სურდა" - Reuters

"რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა პირმა, ეროვნული გვარდიის უფროსმა ვიქტორ ზოლოტოვმა აღიარა, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში ისე სწრაფად არ განხორციელებულა, როგორც კრემლს სურდა" - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კვირას საეკლესიო წირვაზე გამოსვლისას, რომელსაც მართლმადიდებელი პატრიარქი კირილი ხელმძღვანელობდა, ზოლოტოვმა აღნიშნა: „მინდა ვთქვა, რომ დიახ, ყველაფერი ისე სწრაფად არ მიდის, როგორც ჩვენ გვსურდა“.

"მაგრამ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ჩვენი მიზნისკენ და გამარჯვება ჩვენთვის იქნება და ეს ხატი დაიცავს რუსეთის ჯარს და დააჩქარებს ჩვენს გამარჯვებას", - განაცხადა მან.