ავტორი:

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება მოსთხოვა - CNN

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება მოსთხოვა - CNN

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის დროს ზეწოლა მოახდინა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესების მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხი მრავალ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზელენსკიმ ბაიდენს რუსეთის საერთაშორისო ვაჭრობისგან მოწყვეტისთვის დამატებითი ძალისხმევა სთხოვა.

უკრაინის პირველმა პირმა თეთრი სახლის ლიდერს რუსული ელიტის მიზანში ამოღების გაგრძელებისკენაც მოუწოდა.

საუბრის დროს ზელენსკიმ ასევე ახსენა რუსეთისთვის საერთაშორისო საზღვაო გზებზე წვდომის დახურვაც.

შეგახსენებთ, უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა პარასკევს 49 წუთის განმავლობაში ისაუბრეს, რა დროსაც ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს მიღებული ზომებისთვის, თუმცა იქვე მოუწოდა მას კრემლზე ეკონომიკური ზეწოლის გაგრძელებისკენ.