ავტორი:

პენიტენციური სამსახური სააკაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პენიტენციური სამსახური სააკაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილმა MRT კვლევაზე უარი თქვა.

ამასთან, სამსახური აღნიშნავს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილსა და მის უფლებადამცველებს ჩატარებული კვლევების ამსახველი დოკუმენტაცია სრულად გადაეცემათ.

„მიმდინარე წლის 13 მარტს, სამედიცინო პერსონალის მიერ რეკომენდებული გამოკვლევების ჩატარების მიზნით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს შპს ,,აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“. სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს, მისივე თანხმობით, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და ელექტრონეირომიოგრაფია ჩაუტარდა, ხოლო MRT კვლევაზე მან უარი თქვა.

მოთხოვნის შემთხვევაში, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილსა და მის უფლებადამცველებს ჩატარებული კვლევების ამსახველი დოკუმენტაცია სრულად გადაეცემათ.

ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ბრალდება, რომ იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ინფორმაცია გასაიდუმლოებული აქვს. განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე, დაამუშაოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რადგან ის განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციას წარმოადგენს.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში უზრუნველყოფილია ყველა საჭირო მედიკამენტითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მომსახურებით.