რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში, გადაცემა "ვრემიას" დროს, პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი გამოჩნდა, რომელსაც ბანერი ჰქონდა ხელში წარწერით:
"არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ."
ბანერი ეთერში მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში ჩანდა და კადრი მალევე შეცვალეს.
ჟურნალისტი, რომელმაც პროტესტი გამოხატა, ამავე გადაცემის რედაქტორი, მარინა ივსიანიკოვაა.
ნახეთ ვიდეო: