"ქართული ოცნების" წარმომადგენელი, დეპუტატი ირაკლი ზარქუა გუშინ პარლამენტში კეპიანი ქუდით მივიდა, რის შემდეგაც, მისი სტილი საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. ბევრმა ის უკრაინის რადაში, ქვეყნის მმართველი პარტიის, "ხალხის მსახურის" ფრაქციის ქართველი ლიდერის, დავით არახამიას სტილს შეადარა.
საზოგადოებას ახსოვს, რომ არახამია რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკების დროს სწორედ კეპიანი ქუდით მივიდა.
დეპუტატი ირაკლი ზარქუა ყოველივეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ ის პირველ რიგში "ქართველი, მეგრელია" და საკუთარ ხალხს ოკუპანტის ენაზე მიმართვას "არ აკადრებს." მისივე თქმით, ამგვარი ქუდი იმიტომ ეფარა, რომ "თმის გადაპარსვა მოუწია."
"დღეს მთელი დღეა, ჩემი ფოტო დააქვთ აქეთ იქით და თან არასწორი ინტერპეტაციით..მე პირველ რიგში, ქართველი, მეგრელი ვარ და არასდროს ჩემს ხალხს ოკუპანტის ენაზე მიმართვას არ ვაკადრებ და არც არაფერია ამაში ჩემი აზრით მისაბაძი.
რაც შეეხება ხუმრობას და ხალისს ამ თემაზე, კი ბატონო, შეიძლება.უბრალოდ მინდა იცოდეთ, გარკვეული პროცედურების გამო, თმების გადაპარსვა მომიწია და ამიტომ 2 კვირა მიწევს ასე ქუდით სიარული.. ეს არის და ეს", - წერს ირაკლი ზარქუა.