ავტორი:

"ის დღემდე ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. სამწუხაროდ, აღარ გვაქვს ურთიერთობა, სადმე თუ შევხვდით, გამარჯობას ვეუბნებით ერთმანეთს" - რას ჰყვება ვანო ჯავახიშვილი მიშა ანდღულაძესთან ურთიერთობაზე

"ის დღემდე ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. სამწუხაროდ, აღარ გვაქვს ურთიერთობა, სადმე თუ შევხვდით, გამარჯობას ვეუბნებით ერთმანეთს" - რას ჰყვება ვანო ჯავახიშვილი მიშა ანდღულაძესთან ურთიერთობაზე

ცნობილმა ტელეწმაყვანმა და შოუმენმა ვანო ჯავახიშვილმა წლების შემდეგ პირველად ისაუბრა მიშა ანდღულაძესთან წლების მეგობრობის დანგრევაზე. გადაცემაში "სტუმრად ლელასთან“ იუმორისტმა თქვა, რომ მიშას დღემდე მიიჩნევს მის საუკეთესო მეგობრად, თუმცა მას შემდეგ მხოლოდ გამარჯობით შემოიფარგლებიან...

"დღემდე ვფიქრობ, რომ მიშა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. სამწუხაროდ, დღეს აღარ გვაქვს ურთიერთობა, ეს ძალიან ცუდია. სადმე თუ შევხვდით, გამარჯობას ვეუბნებით ერთმანეთს, სადღაც აქამდე დავედით. ერთადერთი გულის წყვეტა, რაც მაქვს, ჩვენი გაყოფით, ის არის, რომ მიშა "რუსთავი 2"-დან წამოსვლის დროს, ჩემს გვერდით არ იყო. რეალურად ერთად გავატარეთ ცხოვრება მე და მიშამ, ჩემი შვილის ნათლიაა, ოჯახებში მისვლა-მოსვლა გვქონდა.

მოხდა ისე, რომ "რუსთავი 2“-დან წამოსვლის შემდეგ ჩვენი გუნდი გაიყო და მან ეს არჩევანი გააკეთა. ის, რაც ჩვენ - მე, ნიკა გვარამიას გვქონდა ჩაფიქრებული, რომ შევძლებდით ტელევიზიის გაკეთებას, მან რ დაიჯერა", - განაცხადა ვანო ჯავახიშვილმა.