ავტორი:

პუტინის რეჟიმის მიერ შედგენილი "შავი სიები" - მომღერლების ნაწილს კონცერტებში მონაწილეობა, ნაწილს კი სცენაზე ომის ხსენება აეკრძალა

პუტინის რეჟიმის მიერ შედგენილი "შავი სიები" - მომღერლების ნაწილს კონცერტებში მონაწილეობა, ნაწილს კი სცენაზე ომის ხსენება აეკრძალა
  • ფოტოზე: ვალერი მელაძე, სვეტლანა ლობოდა, მაქსიმ გალკინი

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ვწერდით, რომ რუსეთში დაიწყეს შავი სიების შედგენა. მათში შეჰყავთ ის ცნობილი ადამიანები, ვინც ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებულ ომს "სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ არ უწოდეს.

რუსულ მედიაში ვრცელდება ხელოვანთა სია და სპეციალური კონტრაქტი, რომელზე ხელის მოწერის შემთხვევაში, მათ უფლება არ ექნებათ სცენაზე გამოსვლის დროს, "სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ რაიმე ფორმით ახსენონ.

რუსეთის ხელისუფლება უკვე აღარ მალავს, რომ რუსეთში უკრაინელი შემსრულებლების კონცერტები და სიმღერები აიკრძალა. აკრძალვები შეეხოთ ომის მოწინააღმდეგე რუს ვარსკვლავებსაც.

აკრძალვებს ღიად არავინ აპროტესტებს, რადგან ეშინიათ, რომ ხვალ დააკავებენ და მათ და ასევე მათი ოჯახის წევრებს საფრთხე შეექმნებათ. მედიასთან საუბრისას, ერთ-ერთი რუსი პროდიუსერი ანონიმურად ყოფნას ამჯობინებს და ამბობს, რომ მათ უკვე შეექმნათ პრობლემები ე.წ. მტრის ვარსკვლავების კონცერტებში ჩასმაზე. ესენი სწორედ ის რუსი შემსრულებლები არიან, ვისაც პუტინის მიერ დაწყებული ომი არ მოსწონთ.

პროდიუსერი ამბობს, რომ გასულ შაბათ-კვირას ისინი დედაქალაქის ერთ-ერთ ბარში კონცერტისთვის ემზადებოდნენ, რომლის დაწყებამდეც, ორგანიზატორებმა მისცეს მუსიკოსების სია, რომელთაც უფლება არ ჰქონდათ სცენაზე ემღერათ.

სიაში იყვნენ: ვალერი მელაძე, მაქსიმ გალკინი, ბორის გრებენშიკოვი, სვეტლანა ლობოდა, ვერა ბრეჟნევა, მონატიკი, ოკეან ელზი და სხვები.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სია ცნობილი შემსრულებლების ტურნეების ორგანიზატორებსაც დაეგზავნათ. ისინი ხმას ვერ იღებენ, მაგრამ პირად საუბრებში ამბობენ, რომ ასეთი აკრძალვები ხელისუფლების მხრიდან უკიდურესად არასასურველია. სიას თუ გადავხედავთ, იქ ვერ ნახავთ იმ ვარსკვლავებს, რომლებმაც ომი ერთდღიანი "ინსტაგრამსთორით" გააპროტესტეს, სადაც ეწერა, "არა ომს"...