ავტორი:

"დასავლეთის ეკონომიურად დამოკიდებულება რუსეთზე ახლა უნდა დასრულდეს... ჩვენ ასე გაგრძელება არ შეგვიძლია!" - ბორის ჯონსონი

"დასავლეთის ეკონომიურად დამოკიდებულება რუსეთზე ახლა უნდა დასრულდეს... ჩვენ ასე გაგრძელება არ შეგვიძლია!" - ბორის ჯონსონი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, დასავლეთმა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს.

მისი თქმით, დასავლელმა ლიდერებმა დაუშვეს "საშინელი შეცდომა", როდესაც ვლადიმერ პუტინს 2014 წელს ყირიმის ანექსიის საშუალება მისცეს.

ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსულ საწვავზე დამოკიდებულებამ რუსეთს მისცა იმის გამბედაობა, რომ შეჭრის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა დაებომბა.

“ჩვენ ასე გაგრძელება არ შეგვიძლია. მსოფლიო განგრძობადი შანტაჟის საგანი არ შეიძლება იყოს. ვიდრე დასავლეთი ეკონომიკურად არის დამოკიდებული პუტინზე, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გამოიყენოს ეს დამოკიდებულება. ამიტომ, ეს დამოკიდებულება ახლა უნდა დასრულდეს”, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

დღეს ბორის ჯონსონი საუდის არაბეთში მიემგზავრება. პრემიერ - მინისტრი შეცდება დაარწმუნოს ქვეყანა მეტი ნავთობის მიწოდებაში, რათა ბრიტანეთმა რუსეთის წიაღისეულის საწვავზე დამოკიდებულება შეამციროს.