ავტორი:

"რას ბაქი-ბუქობთ ტყუილად. არ გაქვთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თავი" - გიგი უგულავა ირაკლი კობახიძეს მიმართავს

"რას ბაქი-ბუქობთ ტყუილად. არ გაქვთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თავი" - გიგი უგულავა ირაკლი კობახიძეს მიმართავს

გიგი უგულავა, "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიმართავს. ის პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტზე წერს. შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

"ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze, რას ბაქი-ბუქობთ ტყუილად. არ გაქვთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თავი. ეს კარგად იცის სალომემ და კიდევ მადლობა თქვით გინდობთ და ბოლომდე არ გასხავთ, არადა იმსახურებთ. საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი ფარატინა ქაღალდია. ოპოზიცია არ მოგცემთ ხმას. ასე რომ მოდუნდით და შეირგეთ, როცა ზურაბიშვილი თავზე გიზამთ. აღარაა "ოცნება" ყოვლისშემძლე. ჯერ სად ხართ. მიდით იოცნებეთ იმპიჩმენტზე", - წერს უგულავა.