ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად გაემგზავრებიან. ამის შესახებ "გარდიანი“ წერს.
სამივე ლიდერმა თავიანთ დედაქალაქებში განაცხადეს, რომ ისინი დახმარებას შესთავაზებენ უკრაინის პრეზიდენტს, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლები.
მატეუშ მორავიეცკის(პოლონეთის პრემიერ-მინისტრი), პეტრ ფიალასა(ჩეხეთის პრემიერი) და იანეზ იანშას(სლოვენიის პრემიერი) კიევში ვიზიტის მიზანი კიდევ უფრო მტკიცე მხარდაჭერის გამოჩენაა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის დედაქალაქში ჩავა. პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკიც.
"ვიზიტის მიზანია, გამოვხატოთ უკრაინის ერთიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა. ამავდროულად, ჩვენ წარვადგენთ უკრაინის მოქალაქეებისადმი მხარდაჭერის ფართო პაკეტს“, - წერს "ტვიტერში" სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანა.