ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია შევაჩეროთ რუსეთის საომარი მანქანა, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია შევაჩეროთ ადამიანთა მკვლელობა, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ ლიდერებს.
პრეზიდენტმა მათ მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთის სამიზნე შესაძლოა, ევროპის სხვა ნაწილები აღმოჩნდეს.
"ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია შევაჩეროთ რუსეთის საომარი მანქანა, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია შევაჩეროთ ადამიანთა მკვლელობა, ამის გაკეთება ერთად უფრო მარტივი იქნება. სხვაგვარად ისინი თქვენამდე მოვლენ.
ჩვენ ყველა ვართ რუსეთის სამიზნეები. დაეხმარეთ თქვენს თავს ჩვენი დახმარებით,“- განაცხადა ზელენსკიმ.
შეხვედრას, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უმასპინძლა, დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, შვედეთისა და ნორვეგიის ლიდერები ესწრებოდნენ და მათ ზელენსკიმ ონლაინ მიმართა.