ავტორი:

"ელჩი რომ საქართველოშია, ამ თემიდანაც შეიძლება გამოადნო რაღაც სკანდალური, მაგრამ ზელენსკისა და ელჩის ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, უმჯობესია, ქილიკი არ დავიწყოთ" - გია ვოლსკი

"ელჩი რომ საქართველოშია, ამ თემიდანაც შეიძლება გამოადნო რაღაც სკანდალური, მაგრამ ზელენსკისა და ელჩის ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, უმჯობესია, ქილიკი არ დავიწყოთ" - გია ვოლსკი

"ჩავთვალოთ, რომ ელჩი, რომელიც თავის კაბინეტში არ ზის, გაწვეულია, თუმცა ფიზიკურად საქართველოში იმყოფება" - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ უკრაინის ელჩთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ამ თემიდან შეიძლება რაიმე სკანდალურის "გამოდნობა", თუმცა, უკრაინის მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ თემას აღარ უნდა "ჩაყვნენ". მისი თქმით, უკრაინამ ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს.

"ელჩი რომ საქართველოში იმყოფება, ამ თემიდანაც შეიძლება გამოადნო რაღაც სკანდალური, მაგრამ უკრაინის, ზელენსკისა და ელჩის ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, უმჯობესია, ამ თემას აღარ ჩავყვეთ და ქილიკი არ დავიწყოთ იმაზე, თურმე, ორი კვირაა საქართველოში იმყოფება და რას აკეთებს, სად დადის და ა.შ. მძიმე მდგომარეობაშია უკრაინა და ჩავთვალოთ, რომ ელჩი, რომელიც თავის კაბინეტში არ ზის, გაწვეულია, თუმცა ფიზიკურად აქ იმყოფება. რეალურად, ცუდი ფაქტია და საქართველო-უკრაინის ურთიერთობის გაფუჭებისთვის საკმაოდ დიდი ძალებია მობილიზებული იმისათვის, რომ კიდევ ჩვენ არ დავამატოთ ელჩის საკითხზე დამატებითი კომენტარები,"- განაცხადა ვოლსკიმ.