რუსეთი საუბრობს ბიოლოგიურ ლაბორატორიებსა და ქიმიურ იარაღზე უკრაინაში, ეს სიცრუეა - ვწუხვართ, რომ მოსკოვმა შესაძლოა, „ცრუ დროშის“ ოპერაცია დაიწყოს, რომელიც ქიმიურ იარაღს მოიცავს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატომ კოლექტიური თავდაცვის სისტემა გაააქტიურა და ახლა ევროპის კონტინენტზე ასიათასობით სამხედრო უკვე მზადყოფნაშია.
"უკრაინელი ხალხი მამაცად იბრძვის. ისინი იცავენ თავიანთ სახლებსა და მომავალს. ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ. ხვალ ჩვენ შემოგვიერთდება უკრაინის თავდაცვის მინისტრი და ჩვენი ძველი პარტნიორები საქართველოდან და შვედეთიდან.
მთელმა სამყარომ დაგმო ეს ომი. ნატომ და ევროკავშირმა უპრეცედენტო სანქციები დაუწესა რუსეთს. წლების განმავლობაში ნატო ათიათასობით უკრაინელ სამხედროს წვრთნიდა. უმეტესი მათგანი დღეს ფრონტის ხაზზე იბრძვის. ალიანსის წევრებმა უკრაინას მიაწოდეს ტანკსაწინააღმდეგო იარაღები, ასევე დრონები. ეს წვრთნები და სამხედრო აღჭურვილობა უკრაინას საშუალებას აძლევს თავი დაიცვან. უკრაინას ყველანაირი უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას. ნატოს ალიანსის წევრები უკრაინას ყოველთვის დაეხმარებიან ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებით. ნატოს მთავარი მიზანია დაიცვას თავისი ალიანსი.
ჩვენ გავააქტიურეთ ჩვენი თავდაცვის გეგმა, კოლექტიური თავდაცვის სისტემა. ახლა ასიათასობით სამხედრო უკვე მზადყოფნაშია ევროპის კონტინენტზე, ათიათასობით სამხედროა განლაგებული ევროპის აღმოსავლეთ საზღვრებთან. საჰაერო და საზღვაო თავდაცვა მზადყოფნაშია. ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთში ანთავსებს სამხედრო ძალებს, ასევე გერმანია. ეს ყველაფერი აგზავნის რუსეთის მიმართ სიგნალს - ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, ასევე ბელარუსის ჩართულობა ამ პროცესში ახალ პრობლემებს ქმნის. ჩვენ, ნატოს სამხედრო ბაზა უნდა გადავეწყოთ, რათა ახალ გამოწვევებს შევეგუოთ. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა მომდევნო წლების განმავლობაში, ეს გულისხმობს ნატოს აღმოსავლეთ ნაწილში მეტ სამხედრო აღჭურვილობას და სამხედრო ძალას, ასევე საჰაერო და საზღვაო ძალებს. კიდევ უფრო მეტი და დიდი წვრთნები უნდა ჩავატაროთ.
მე მაქვს მოლოდინი, რომ ნატოს წევრები მადრიდის სამიტისთვის მოქმედებას კიდევ უფრო გააძლიერებენ. ეს გულისხმობს ინვესტიციების გაძლიერებას. ნატოს ყველას წევრ ქვეყანას მოვუწოდებ, თავიანთი მშპ-ის 2% დახარჯონ თავდაცვაზე, რათა დაიცვან მშვიდობა და თავისუფლება ამ კრიტიკულ მდგომარეობაში“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.