რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები მძევლად აიყვანეს.
ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე პაველ კირილენკოზე დაყრდნობით იუწყება.
"რუსმა ოკუპანტებმა მძევლად აიყვანეს ექიმები და პაციენტები. ამ შეტყობინების გავრცელება საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოასწრო. საავადმყოფოს შენობიდან გასვლა შეუძლებელია. ძლიერი სროლებია.
უკვე მეორე დღეა, მანქანებს საავადმყოფომდე მოსვლა არ შეუძლიათ. ირგვლივ მრავალსართულიანი სახლები იწვის. ჩვენ საავადმყოფოში რუსებმა 400 ადამიანი შემოიყვანეს მეზობელი სახლებიდან. გარეთ არ გვიშვებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.