ავტორი:

"უკარგესი თეა ვადაჭკორია დაკარგა ბათუმმა" - აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ავარიას ემსხვერპლა

"უკარგესი თეა ვადაჭკორია დაკარგა ბათუმმა" - აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ავარიას ემსხვერპლა

ბათუმი ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა ვადაჭკორია გარდაიცვალა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში თეა ვადაჭკორიასთან ერთად აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიავილიც იმყოფებოდა.

როგორც ოფიციალურ უწყებებში აცხადებენ, შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში სულ ოთხი ადამიანი გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

თეა ვადაჭკორიას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. მის გარდაცვალების ფაქტს მეგობრები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

"თეა საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო არის და იქნება ძალიან მიჭირს წარსულში მოვიხსენიო სიცოცხლით სავსე, გულისხმიერი ადამიანი და საუკეთესო კოლეგა ძალიან დამაკლდები ჩემო თეა”

"უკარგესი, უთბილესი, უმაგრესი თეა ვადაჭკორია დაკარგა ჯერ ქმარმა და შვილებმა, მერე განათლების სამინისტრომ, ბათუმმა , სანათესაომ"

"არ ვიცი რაუნდა ვთქვა ასეთ დროს.... უზომოდ მეტკინე თეა სიცოცხლით და პოზიტივით სავსე ადამიანო... ბოლოს სკოლის ეზოში ვისაუბრეთ ჩვენი შვილების განვითარებაზე და მომავალზე... თურმე მოგისიყვარულე თეა შენს ნიკოს, ჩვენი ყველა მშობლისგან სითბო და გვერდში დგომა არ მოაკლდება...

შენ ყოველთვის იქნები ჩვენთან ერთად მშვიდად განისვენე... უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული... გამძლეობა და ჯანმრთელობა შენს ოჯახს." - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.