ავტორი:

"არ იქნებოდა სწორი, რომ დავრჩენილიყავი თბილისში და თანადგომა ვიდეომიმართვით გამომეხატა" - გიორგი ღოღობერიძე უკრაინაში წასვლას გეგმავს

"არ იქნებოდა სწორი, რომ დავრჩენილიყავი თბილისში და თანადგომა ვიდეომიმართვით გამომეხატა" - გიორგი ღოღობერიძე უკრაინაში წასვლას გეგმავს

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე უკრაინაში მოხალისედ წასვლას გეგმავს. ამის შესახებ ის ვიდეომიმართვაში საუბრობს. მისი ინფორმაციით, მასთან ერთად გამგზავრებას სოფო ჯაფარიძე და ლევან ბუთხუზი აპირებენ.

"ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, ჩავსულიყავი იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი, მათ შორის ექიმების დახმარება. ეს ეხება უკრაინას. ბევრი ქართველი ექიმი ჩავიდა იქ და მეც მინდა, რომ ამ გუნდს შევუერთდე ჩემს მეგობრებთან, სოფოს და ლევანთან ერთად. ჩვენი პროდიუსერების დახმარებით მოხერხდა ეს ამბავი და რამდენიმე დღეში შევძლებთ იქ წასვლას.

ძალიან ვღელავ, საქმე ეხება საკმაოდ მძიმე სიტუაციას. იქ ჩასვლა და გვერდში დადგომა არ არის მარტივი საქმე მაგრამ საჭიროა. თავის დროზე, როცა გვიჭირდა უკრაინელი ხალხი ჩამოვიდნენ და გვერდზე დაგვიდგნენ. არ იქნებოდა სწორი, რომ დავრჩენილიყავი თბილისში და მხოლოდ ვიდეომიმართვით გამომეხატა თანადგომა. ჩვენ შეგვიძლია იქაურ ბავშვებს, იქაურ ხალხს დავეხმაროთ" - ამბობს ღოღობერიძე.