ავტორი:

"მოვუწოდებ უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოდით აქ, კიევში" - დღეს უკრაინის დედაქალაქში სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს ელოდებიან

"მოვუწოდებ უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოდით აქ, კიევში" - დღეს უკრაინის დედაქალაქში სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს ელოდებიან

უკრაინა კვლავ თავგანწირვით იბრძვის და იცავს საკუთარ მიწას ოკუპანტი რუსეთის თავდასხმებისგან.

"რუსეთის მოქალაქეებო, ნებისმიერ თქვენგანს, რომელსაც წვდომა აქვს სწორ ინფორმაციასთან, შეუძლია გააცნობიეროს, რა შედეგით დასრულდება ეს ომი თქვენი ქვეყნისთვის - სირცხვილით და სიღარიბით, მრავალწლიანი იზოლაციით" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ის, თუ რა იქნება მომავალში, დამოკიდებულია რუსეთის მოქალაქეების ქმედებებზე.

"ძალიან მკაცრი რეპრესიული მანქანა მოგექცევათ თქვენც ზუსტად ისე არაადამიანურად, როგორც თქვენ ექცევით უკრაინის მოქალაქეებს, ოკუპანტებო! რა იქნება შემდეგ, თქვენს ქმედებებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი მეგობარი ქვეყნების ლიდერებს კიევში იწვევს.

"დღეს კიევს ეწვივნენ სამი პარტნიორი სახელმწიფოს, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, რომლებიც უკრაინის მეგობრები არიან: პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის. პოლონეთს ასევე წარმოადგენდა ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი. ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. მაშინ, როდესაც ჩვენი კიევი ოკუპანტების სამიზნეა, აქ ჩამოსვლა ძალიან დიდ მხარდაჭერას ნიშნავს. ამაში გამოიხატება ლიდერობა. მოვუწოდებ უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოდით აქ, კიევში. მართალია ეს სახიფათოა, რადგან უკრაინის ცა ჩაკეტილი არაა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზეც.

"შეხვედრები გრძელდება. დროა საჭირო, რომ რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გადაწყვეტილებები უკრაინის ინტერესებში შედიოდეს. მეუბნებიან, რომ მოლაპარაკებების პოზიციები უფრო რეალისტურად ჟღერს. თუმცა, ჯერ კიდევ დროა საჭირო, რომ გადაწყვეტილებები იყოს უკრაინის ინტერესებში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ: