ავტორი:

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან რუსული სამხედრო ტექნიკა როკის გვირაბით გადის: "ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში" - რას წერს კოკოითი?

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან რუსული სამხედრო ტექნიკა როკის გვირაბით გადის: "ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში" - რას წერს კოკოითი?

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლები, რუსეთის ფედერაციის მე-4 გვარდიის სამხედრო ბაზის კონტრაქტორები, უკრაინაში საომრად წავიდნენ.

ამის შესახებ ekhokavkaza.com წერს. გამოცემის ცნობით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა კადრები, სადაც ასახულია სამხედრო ტექნიკის გადაადგილება, რომელიც ჯერ ცხინვალს ტოვებს, შემდეგ კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას როკის გვირაბის გავლით.

ინფორმაცია დაადასტურა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის "ექსპრეზიდენტმა" ედუარდ კოკოითმა.

"ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა დაასრულონ ნაცისტები, რომლებიც ადამიანებს ატერორებენ. ისინი ძალიან მოტივირებულები არიან, ბევრს ვესაუბრე. ისინი მიდიან, რათა შური იძიონ ჩვენი ძმების გამო. ბიჭებო, ჩემი გულის ნაწილი მიგაქვთ. დაბრუნდით ცოცხლები, ჯანმრთელები და გამარჯვებულები“, - წერს ის "ტელეგრამის" არხზე.

იხილეთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო