ავტორი:

სხვის ომში მებრძოლები - მოხალისეები თუ დაქირავებული მეომრები?

სხვის ომში მებრძოლები - მოხალისეები თუ დაქირავებული მეომრები?

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთ-უკრაინის ომი უფრო დიდ მასშტაბს იღებს და მასში უკვე ერთვებიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მებრძოლები, რომლებიც არ არიან არც რუსეთისა და არც უკრაინის მოქალაქეები.

თავისი ქვეყნის გასარჩენად მებრძოლი უკრაინელები ამაყად აცხადებენ, რომ მათ დასახმარებლად უკრაინაში უკვე ჩავიდა მსოფლიოს 52 ქვეყნის 20 ათასამდე მოქალაქე, რომლებიც, იარაღით ხელში, მხარში ამოუდგებიან უკრაინელებს.

კრემლი კი აქვეყნებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომხრე 16 ათასმა სირიელმა მებრძოლმა მზადყოფნა გამოხატა უკრაინაში რუსეთის არმიის მხარდამხარ საბრძოლველად.

საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა ინტერნაციონალიზმი ისტორიულად ცნობილია, საუკუნეების განმავლობაში თითქმის ყველა ომში ასე ხდებოდა, მაგრამ სხვა საქმეა, როგორ მასშტაბს იღებს ასეთი არაოფიციალური საერთაშორისო სამხედრო დახმარება კონკრეტულ შეიარაღებულ კონფლიქტში.

სიმართლე რომ ითქვას, ამ ომში დაპირისპირებული მხარეების - უკრაინელებისა და რუსების დასახელებული ციფრები მათი დამხმარე უცხოელი მებრძოლების თაობაზე გაზვიადებულს ჰგავს, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინის დასაცავად მართლაც ყოველდღიურად ჩადიან უცხოელები და არც ის იმალება, რომ 11 წელი სამოქალაქო ომში მყოფ ასადის სირიელებს კრემლიდან უკრაინაში რუსეთის არმიასთან ერთად ადვილ გამარჯვებას და უკრაინელი მანდილოსნების სილამაზის ნახვას ჰპირდებიან.

ომში ყველაფერი ხდება და, სამწუხაროდ, არც ტყვეობაა გამორიცხული. ხელყუმბარას ხელში ყველა ვერ აიფეთქებს და ვერც ბოლო ტყვიას დაიხლის - ტყვედ ჩავარდნილს სიცოცხლის გაგრძელებისა და ადრე თუ გვიან გათავისუფლების შანსი ეძლევა, მაგრამ ჟენევის 1949 წლის კონვენციის თანახმად, მიეცემათ თუ არა სამხედრო ტყვის სტატუსი იარაღით ხელში დაკავებულ მოწინააღმდეგე მხარის იმ მებრძოლებს, რომლებიც არ არიან ომში მონაწილე ქვეყნის, ამ შემთხვევაში - უკრაინის მოქალაქეები? განაგრძეთ კითხვა