ავტორი:

"რაში მჭირდება მოვიგონო თითქოს ველაპარაკე კიევის მერს?!... უბრალოდ არ მესმის, რა თქმა უნდა, მე მქონდა საუბარი კლიჩკოსთან" - კახა კალაძე

"რაში მჭირდება მოვიგონო თითქოს ველაპარაკე კიევის მერს?!...  უბრალოდ არ მესმის, რა თქმა უნდა, მე მქონდა საუბარი კლიჩკოსთან" - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ინფორმაციას, თითქოს მას არ უსაუბრია კიევის მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან და მოიტყუა, აბსურდს და სიცრუეს უწოდებს.

ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მინდა გამოვეხმაურო ერთ თემას, თითქოს, მე არ მქონია კომუნიკაცია კიევის მერთან და ეს მოვიტყუე. არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს?! აბსურდი და გაუგებარია ეს ყველაფერი, რაში მჭირდება მოვიგონო ის, რომ თითქოს ველაპარაკე კიევის მერს კლიჩკოს?! რატომ უნდა მოვიგონო ეს, უბრალოდ არ მესმის, გაუგებარია. რა თქმა უნდა, მე მქონდა საუბარი, ვესაუბრე 3 მარტს. ჯერ იყო და ოფიციალური წერილი გავუგზავნე whatsapp-ზე. ეს იყო ჩემი და მოლდოვას ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის (CALM) პრეზიდენტის, სელმეტის მერის ერთობლივი წერილი. ეს წერილი გამოქვეყნებული იქნა სხვადასხვა მედიის საშუალებით და გავუგზავნე მას, რის შემდეგაც მან პირდაპირ გადმომირეკა და გვქონდა საუბარი ყველაფერზე, იქ არსებულ მდგომარეობაზე, რა ვითარება იყო. ამის შემდეგად მქონდა კომუნიკაცია, ასევე მქონდა კომუნიკაცია ხარკოვის მერთან, მქონდა კომუნიკაცია ასევე ირპენის მერთან. ასე რომ, რა არის ამაში ისეთი, რომ უნდა მოვიტყუო, თითქოს, მე ვესაუბრე კიევის მერს და ეს იყოს განსაკუთრებული ვიღაცისთვის, უბრალოდ, გაუგებარია და არ მესმის“,- განაცხადა კახა კალაძემ.