ავტორი:

"ძალიან ლამაზი ხარ, ილონა" - რას წერს ილონ მასკის დედა მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა "ტვიტერში" "ილონა" დაირქვა

"ძალიან ლამაზი ხარ, ილონა" - რას წერს ილონ მასკის დედა მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა "ტვიტერში" "ილონა" დაირქვა

მას შემდეგ რაც ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა SpaceX-ის ხელმძღვანელ ილონ მასკს დამცინავად ილონა უწოდა, მასკმა "ტვიტერზე სახელი შეიცვალა და ილონა მასკი გახდა.

ყოველივეს სოციალურ ქსელში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის დედა, მეი მასკიც ეხმიანება.

ის აზიარებს ფოტო შარჟს, სადაც ილონ მასკს ქალური გარეგნობა აქვს. ფოტოზე კი ასეთი წარწერაა - "მთელი ჩემი ქონება იმ კაცის ხელშია, რომელსაც ილონა ჰქვია."

მეი მასკი კი ყოველივეს ასე ეხმიანება - "ძალიან ლამაზი ხარ, ილონა."

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">You are so pretty Elona 💖💖 <a href="https://t.co/DXRpsrhgb8">https://t.co/DXRpsrhgb8</a></p>&mdash; Maye Musk (@mayemusk) <a href="https://twitter.com/mayemusk/status/1503934595976343555?ref_src=twsrc%5Etfw">March 16, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>