ავტორი:

"აგვისტოს ომის დროს, ჩემმა შვილმა ხმასაც კი აუწია ბუშთან ლაპარაკისას, ბუშმა უთხრა, დაწყნარდი, მიშა, ნუ მიყვირი, რაღაცას მოვიფიქრებო" - რას იხსენებს გიული ალასანია?

"აგვისტოს ომის დროს, ჩემმა შვილმა ხმასაც კი აუწია ბუშთან ლაპარაკისას,  ბუშმა უთხრა, დაწყნარდი, მიშა, ნუ მიყვირი, რაღაცას მოვიფიქრებო" - რას იხსენებს გიული ალასანია?

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ "მთავარ არხთან“ ინტერვიუში აგვისტოს ომის დღეები გაიხსენა და განაცხადა, რომ იმჟამად სწორედ სააკაშვილმა მოახერხა, რომ რამდენიმე დღეში საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები ჩამოსულიყვნენ. ექსპრეზიდენტის დედამ ასევე გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ომის დროს, სააკაშვილს ამერიკის იმჟამინდელ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან საუბრისას, ხმის აწევაც დასჭირდა.

"უკვე დიდი ხანია საგანგაშო მდგომარეობაა, მისი შიმშილობის მეორმოცე დღეს უკვე ყველამ ვიცოდით, რომ მდგომარეობა მძიმე იყო. მას აქვს დაავადება, რომელიც საქართველოში ვერ განიკურნება. დღემდე არ ხდება მისი გადაყვანა უცხოეთში. იმ ექიმებთან, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ გასინჯეს, არავითარი კონტაქტი არ მაქვს.

ჩემი შვილი თვენახევრიანი ინტერვალის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ვნახე. რომც მქონდეს ამის საშუალება, მხოლოდ ნახვით დიაგნოზის დასმა არ შემიძლია. ჩემთან შეხვედრისას ცდილობს ისე მაჩვენოს თავი, ვითომ კარგად არის.

ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ყველას, არ გვძინავს ღამეები, გადართული ვართ ყველა უკრაინაზე, აღფრთოვანებულები ვართ უკრაინელებისა და ზელენსკის გმირობით. მთელი ყურადღება იქით არის გადატანილი და ამან გადაფარა ჩემი შვილის მდგომარეობა. ამ დღეებში ვფიქრობ, რა გახდა, რომ ვერ მოხერხდა ცის დაკეტვა. ბევრჯერ მიფიქრია, როგორი საჭირო იქნებოდა ახლა ჩემი შვილის იქ ყოფნა. ისინი მუდმივად ითხოვენ ჩემი შვილის იქ დაბრუნებას.

კარგია, რომ ზელენსკიმ ფეხი არ მოიცვალა და კიევში დარჩა, მაგრამ ჩვენ ხომ გვქონდა იგივე სიტუაცია, როდესაც 2008 წლის ომის დროს, ჩვენ პრეზიდენტსაც იგივეს სთავაზობდნენ. თავში აზრადაც არ გაუვლია ქვეყნის დატოვება. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა და იდგნენ ჩვენს გვერდით და სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვხედავ ზელენსკის შემთხვევაში.

ამ დროს ძალიან კარგი იქნებოდა ჩემი შვილის მის გვერდით ყოფნა. კონტაქტები აქვს, პიარის დიდი სპეცილისტია. ვიღაცებს ალბათ ჰგონიათ, რომ ხუთ დღეში რომ დამთავრდა ჩვენი ომი, თავისთავად მოხდა. არ მეგულება პოსტსაბჭოთა სივრცეში ადამიანი, რომელიც მოახერხებდა იმას, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ამდენი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ჩამოეყვანა, როგორც ეს ჩემი შვილის შემთხვევაში მოხდა", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად უსაფრთხო იქნებოდა ამ დროს მიხეილ სააკაშვილის კიევში ყოფნა, გიული ალასანიამ განაცხადა:

"ეს მისი გადასაწყვეტია. პირველ რიგში მას სჭირდება მკურნალობა. ბუში ახსენეთ და მახსენდება შემთხვევა, როდესაც გემი შემოვიდა, რომელმაც გადაარჩინა საქართველო. თქვენ როგორ ფიქრობთ, ის გემი ასე ადვილად ჩამოვიდა? - ამისთვის ჩემ შვილს ხმის აწევამაც კი მოუწია. კი ბატონო, მეგობარი იყო, კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ხმასაც კი აუწია ბუშთან ლაპარაკის დროს და მერე ბუშმა უთხრა, დაწყნარდი, მიშა, ნუ მიყვირი, რაღაცას მოვიფიქრებო. ასე კეთდება პოლიტიკა...