ავტორი:

"ღარიბაშვილი ზელენსკის მოწოდებაზე პასუხად იტყვის, რომ ფრენები არ არის ან კოვიდი დაემართა მეშვიდედ" - რომან გოცირიძე

"ღარიბაშვილი ზელენსკის მოწოდებაზე პასუხად იტყვის, რომ ფრენები არ არის ან კოვიდი დაემართა მეშვიდედ" - რომან გოცირიძე

ღარიბაშვილი ზელენსკის მოწოდებაზე პასუხად იტყვის, რომ ფრენები არ არის ან კოვიდი დამემართა მეშვიდედო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზელენსკის განცხადების შემდეგ, რომელმაც ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერს კიევში ჩასვლისკენ მოუწოდა, ყველამ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და მათ შორის ღარიბაშვილმაც.

"ყველა ღირსების მქონე ქვეყნის პირველი პირი ზელენსკის მოწოდების შემდეგ უნდა ჩავიდეს კიევში, მათ შორის, ბატონი ღარიბაშვილი უნდა ჩაბრძანდეს კიევში, თუმცა ვიცი, რა პასუხს გაგცემთ - იტყვის ან ფრენები არ არის ან კოვიდი დამემართა მეშვიდედო და დაიკარგება, ერთი კვირა, გადაიმალება, როგორც ერთხელ უკვე გააკეთა,“ - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეგობარი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, კიევში ჩავიდნენ.