ავტორი:

"დაწყევლილი მტრისგან დედაქალაქს იცავდა" - კიევთან ბრძოლის დროს უკრაინელი მორაგბე დაიღუპა

"დაწყევლილი მტრისგან დედაქალაქს იცავდა" - კიევთან ბრძოლის დროს უკრაინელი მორაგბე დაიღუპა

რუს დამპყრობლებთან ბრძოლას, უკრაინელი მორაგბე, ვლადიმირ სტელმახი ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მათივე ცნობით, სპორტსმენი კიევთან შეტაკებებისას დაიღუპა.

სტელმახი 27 წლის იყო და ის კლუბ "რივნეს" ღირსებას იცავდა.

"დაწყევლილი მტრისგან თავის მშობლიურ დედაქალაქს იცავდა. ის გმირულად დაიღუპა. ჩვენ არ დავივიწყებთ, ჩვენ არ ვაპატიებთ!", - ნათქვამია კლუბის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.