ავტორი:

"მდგომარეობა არ არის სახარბიელო, იწყება საბრძოლო მოქმედებების მეორე ეტაპი... იქნება დიდი ქალაქების აღების მცდელობა"- რას ჰყვება უკრაინაში მყოფი ქართველი პოლკოვნიკი

"მდგომარეობა არ არის სახარბიელო, იწყება საბრძოლო მოქმედებების მეორე ეტაპი... იქნება დიდი ქალაქების აღების მცდელობა"- რას ჰყვება უკრაინაში მყოფი ქართველი პოლკოვნიკი

უკრაინაში მყოფი თადარიგის პოლკოვნიკის არჩილ ცინცაძის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების მეორე ეტაპი იწყება, რომლის ფარგლებშიც დიდი ქალაქების აღების მცდელობა იქნება.

როგორც ცინცაძე აცხადებს, დიდი ქალაქების აღება შესაძლოა დაკავშირებული იყოს პოლიტიკური ქულების მოგროვებისთვის, რომ უფრო მეტი ბერკეტები ჰქონდეთ მოლაპარაკებაზე.

"მდგომარეობა არ არის სახარბიელო. რეალურად მეორე ეტაპი იწყება საბრძოლო მოქმედებების და მგონია, რომ იქნება საერთო-საჯარისო ოპერაციის განვითარების და დიდი ქალაქების აღების მცდელობა. დიდი ქალაქების აღება შესაძლოა არ იყოს საბრძოლო მოქმედებებთან და დაკავშირებული იყოს პოლიტიკური ქულების მოგროვებისთვის შემდგომი მოლაპარაკებისთვის, რომ უფრო მეტი ბერკეტები ჰქონდეთ მოლაპარაკებაზე.

რაც შეეხება ორდღიან "კომენდანტის საათს“, ის დაკავშირებულია საერთო სიტუაციასთან. ორდღიანი "კომენდანტის საათი“ ნიშნავს, რომ არის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შეიძლება იყოს ქალაქის აღების მცდელობა. ვფიქრობ, ეს "კომენდანტის საათი“ გამართლებულია. აქ არიან დივერსიული ჯგუფები, შემოგზავნილი "ბოევიკები“ და ა.შ., მათი გადაადგილებისთვის რომ უფრო მეტი სირთულე შეიქმნას ამიტომაც წესდება დროის შეზღუდვა. სწორედ ამაზეა გათვლილი ორდღიანი "კომენდანტის საათი“, რომ ამ ჯგუფების გამომჟღავნება და განადგურება მოხდეს“, - განაცხადა ცინცაძემ.